ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი,
აიათოლა ალი ხამენეი
"თანამედროვე ჰიტლერია" და "არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საომარ მიზნებში შედის,
რომ "ამ კაცმა [ხამენეიმ] არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".
"დიქტატორს, როგორიც ხამენეია, რომელიც ირანისნაირ
ქვეყანას მართავს და გაცხადებულ მიზნად დაისახა ისრაელის სახელმწიფოს
განადგურება, ეს საშინელი მიზანი ისრაელის განადგურების, ასე
გაგრძელების ან არსებობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს,"
- თქვა მან.
ცნობისთვის, დღეს ისრაელში საავადმყოფოზე ირანმა ბალისტიკური რაკეტით
იერიში მიიტანა, რის შედეგადაც საავადმყოფო "ძლიერ დაზიანდა".
საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, იერიშის შედეგად არიან
დაშავებულებიც.
ამასთანავე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შარენ
ხასკელმა საავადმყოფოზე ირანის დარტყმას "მიზანმიმართული" და
"დანაშაულებრივი" უწოდა.