სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შაურმაში სალმონელას აღმოჩენის გამო
საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
უწყების ცნობით, "თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების
ჯგუფმასაშაურმეში "სთრით ფუდ 125"-ში (მისამართი: თბილისი, მტკვრის ქ.
N1, ს/კ 405641907) სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით, 5 ნიმუში
აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ
ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი — სალმონელა
(SALMONELLA).
შედეგად, საშაურმეში "სთრით ფუდ 125"-ში ჩატარდა არაგეგმური
ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული
შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და
საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა.
ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც "სთრით ფუდ
125-ს" ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის
ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება", —
ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.