„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით,
საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 ადამიანი შეადგინა.
აქედან 1 780 600 კაცია, ხოლო 1 923 900 ქალი. აღნიშნული
სტატისტისკიდან გამოდის, რომ კაცებში 11%-ს გიორგი ჰქვია, ხოლო 6%-ს
ნინო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში
193 284 გიორგია და შესაბამისად, კაცებში ყველაზე გავრცელებული
სახელია, ხოლო ქალებში ნინო. აღნიშნული სახელი 115 644 პირს
ჰქვია.
ქვეყანაში 11%-ს გიორგი ჰქვია, 6%-ს ნინო - 20 სახელი, რომელიც
ყველაზე გავრცელებულია
კაცებში შემდეგ პოზიციაზეა დავით, რომელიც კაცების 4% ჰქვია, ხოლო
ქალებში მარიამ, რომელზეც ასევე 4% მოდის.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაზე
დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, საქართველოში კაცებისა და ქალების
ყველაზე გავრცელებული სახელების შესახებ.
ქალის სახელები:
- ნინო - 115 644
- მარიამ - 71 801
- ანა - 49 761
- მარიამი - 48 399
- თამარ - 48 008
- მაია - 46 920
- ნანა - 42 158
- ელენე - 39 557
- ნათია - 38 388
- მანანა - 32 705
- ქეთევან - 32 264
- თამარი - 28 703
- სალომე - 26 725
- მარინე - 26 601
- ხათუნა - 25 415
- ეკატერინე - 24 027
- მარინა - 23 784
- ლია - 23 737
- ნათელა - 23 694
- ბარბარე - 23 482
კაცის სახელები:
- გიორგი - 193 284
- დავით - 68 181
- ალექსანდრე - 46 509
- ლუკა - 45 498
- ნიკოლოზ - 39 985
- ირაკლი - 36 051
- საბა - 29 627
- ზურაბ - 29 099
- ლევან - 27 464
- დავითი - 26 053
- ლაშა - 25 524
- ნიკა - 22 934
- ანდრია - 22 050
- გოჩა - 21 494
- მამუკა - 21 325
- ზაზა - 20 615
- ილია - 18 924
- ნიკოლოზი - 18 787
- მიხეილ - 18 302
- გელა - 17 197