ყვარელში 2 პირი დაჭრეს, მათ შორის ერთი კახეთის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს. უწყების ცნობით, დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელია, რომელიც, შსს-ს ცნობით, დაპირისპირებას შეესწრო და „ვითარების განმუხტვა სცადა“:


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები

მიაყენა.

მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ. -მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა“,
– წერია განცხადებაში.

ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები