ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ, თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, გიორგი მიქაია თბილისის პროკურორად დაინიშნა. მანამდე, გიორგი მიქაია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გენერალურ პროკურორობამდე გიორგი გვარაკიძე თბილისის პროკურორი იყო.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა, რომელიც შიდა ქართლისა და

მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის ფუნქციებს ასრულებდა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად კი ლევან გეგეჭკორი დაინიშნა, რომელიც მანამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის სხვადასხვა სააგენტოში, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და სასაზღვრო პოლიციაში, საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

„საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის ეფექტიანობის გაზრდას და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ემსახურება,“ – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები