ბოლნისში გამოვლენილია 4 არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს [სეს] ცნობით, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს - ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი.

სააგენტოს ცნობით, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

"ფიზიკური პირი გ. კ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რატევანი. ამოღებული და დალუქულია 150 ლიტრი რძე.

ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფ.რატევანი. ამოღებული

და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი.

ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისი, გრიგოლ ხანძთელის N11; ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი - მცენარეული ცხიმი; 5 ტომარა რძის ფხვნილი (125 კგ).

ფიზიკური პირი პ. ა. მისამართი: ბოლნისი სოფ: რატევანი. ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი".-
ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3 600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები