მოსკოვი ბაქოს დაძაბული ურთიერთობების ფონზე 2024 წლის “ინციდენტზე”
აზერბაიჯანელ მებრძოლს შერეულ ორთაბრძოლებში,
ჯავიდ რზაევს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
მედიის ცნობით, მოქალაქეობის ჩამორთმევა მოხდა ეროვნული ნიშნის
მიხედვით შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ [2024 წლის ზაფხულში],
რომლებიც აზერბაიჯანელმა MMA მებრძოლმა რუსეთის წარმომადგენლის
მისამართით გააკეთა – მან რუს სპორტსმენს “რუსი ღორი” უწოდა.
როგორც კავკასზკი უზელი წერს, იქამდე ტელეგრამ-არხმა Readovka
გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც
მოქალაქეობის ჩამორთმევის
გადაწყვეტილებას კითხულობენ. ვიდეოდან ჩანს, რომ სარატოვის ოლქის
FSB-ს სამმართველომ დაადგინა, რომ რზაევის ქმედებები „უარყოფითად
აისახა საზოგადოებაში პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე“ და შექმნა
„ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე“. თუმცა, კონკრეტულად რა ქმედებებს
გულისხმობენ, არ დაზუსტებულა.
რზაევს 2024 წლის აპრილში ენგელსის სასამართლომ ორ წლამდე იძულებითი
შრომა მიუსაჯა ხულიგნობის საქმეზე ძალადობის გამოყენებით. სარატოვის
ოლქის პროკურატურამ თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ღამის
კლუბის დიჯეიმ უარი თქვა რაზაევის თხოვნით მუსიკის ჩართვაზე, რის
შემდეგაც მასზე ფიზიკურად იძალადეს.
გარდა ამისა, როგორც წერს “კავკასური უზელი” წერს, 4 ივლისს ცნობილი
გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა
ჩამოართვა მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანელთა ეროვნული-კულტურული
ავტონომიის ხელმძღვანელს, ელშან იბრაგიმოვს. ადვოკატის განცხადებით,
ეს გადაწყვეტილება ურალის რეგიონში მომხდარ ინციდენტსა და ბაქოსა და
მოსკოვს შორის წარმოქმნილ დიპლომატიურ კრიზისს არ უკავშირდებოდა. 9
ივლისს იბრაგიმოვმა რუსეთი დატოვა.
პარალელურად, აზერბაიჯანში მცხოვრებმა რუსმა მოქალაქეებმა და
ტურისტებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავები მათ სახლში მივიდნენ და
მიგრაციულ სამსახურებში გამოცხადება მოსთხოვეს.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა მას
შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდა ავიაკომპანია
Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, რომელშიც ბაქოდან გროზნოში
მიმავალი 67 ადამიანი იმყოფებოდა.
ურთიერთობების გაუარესების ახალ ტალღას წარმოადგენდა ეთნიკური ნიშნით
დაკავებები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში.