შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო
რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს
დაბადებული ც.მ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ც.მ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ
მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ბრალდებულის მიერ, სხვადასხვა
ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, 14 შეკვრად დაფასოებული
ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად
ამოიღეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.