არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს ახალგაზრდა ქალს – პროკურატურა
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ქალს, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობას ედავებიან.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე

ფიზიკური ძალადობა”,
– აცხადებენ პროკურტურაში.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს გავრცელდა. კადრების მიხედვით, ინციდენტის შემსწრე არიან მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები