ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა
ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური
სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია დანაშაულში
თანამონაწილე 7 პირი.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის
რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა
სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული სასმელების
უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75 137 ბოთლი უაქციზო
ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი,
ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი.
ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსსაგენებული სასმელების
წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები,
შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური
სითხე, რომლითაც ხდებოდა ფალსიოფიცირებული სასმელების დამზადება.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ
318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია" - ნათქვამია
საგამოძიებოს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების
სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200
მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასხელის სახედ და ზომად
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე
ვადით.