„ლელოდან“ „ოცნებაში“ გადასული კანდიდატები არჩევნებზე კვლავ „ლელოს“ სახელით მიიღებენ მონაწილეობას - ბიულეტენებში ცვლილება ვერ შევა
ქვემო ქართლში პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოთხმა კანდიდატმა, ბოლნისი მერობისა და მარნეულის სამმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, განაცხადეს, რომ ისნისი არჩევნებს ეთიშებიან და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საკუთარ კანდიდატურას ხსნიან.

ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასეფ ჩარაგოვმა, საკუთარი კანდიდატურის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხნის შესახებ განცხადება 22 სექტემბერს გააკეთა. მარნეულის სამ მაჟორიტარულ ოლქში „ლელოს“ კანდიდატებმა კი განცხადება 25 სექტემბერს გააკეთეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ კანდიდატებს გადაწყვეტილების მიღებისათვის ბოლო ვადა 18 სექტემბერს ჰქონდათ. ამ ეტაპზე ყველა კანდიდატი, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებს ეთიშება და საკუთარ კანდიდატურას სხვის სასარგებლოდ ხსნის, მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და მათი სახელები ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენზე კვლავ შეხვდება.

„კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას. ამის ბოლო ვადა გახლდათ 18 სექტემბერი, ეს არის არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-16 დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია რომ მათ გააკეთონ აღნიშნული განცხადებები, ან შესაძლებელია რომ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თუმცა, აღარ შეიცვლება მოცემულობა, რადგან მკაცრად არის განსაზღვრული აღნიშნული ვადები. ისინი, ბუნებრივია ბიულეტენში არიან აღბეჭდილი. ბიულეტენების ბეჭდვა თითქმის დასრულდა და შესაბამისად მასში ცვლილების შეტანა შეუძლებელია“. - განაცხადა ნათია იოსელიანმა

ყიზილაჯლოში "ლელო - ძლიერი საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი კარა ორუჯოვი იყო. პირველ ქესალოში "ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი იყო გულმამედ ქასიმოვი. ყულარში "ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი იყო ჰუმბატ ჯალილოვი. ხოლო, ბოლნისში „ლელოს“ მერობის კანდიდატი იყო ასეფ ჩარაგოვი. აღიშნულმა კანდიდატებმა პოლიტიკური განცხადება გააკეთეს, მაგრამ მათი სახელები საარჩევნო ბიულეტენებზე კვლავ იქნება და მოსახლეობას მათი არჩევა ჩვეულებრივ შეეძლებათ.

დღეს, 26 სექტემბერს, მარნეულში პარტიის „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჩამოვიდა და პარტიის სამი მაჟორიტარი კანდიდატის მიერ კანდიდატურის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვემო ქართლში გახშირდა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების დაშინება სუსისა და კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან. ჯაფარიძე სწორედ დაშინებას უკავშირებს ბოლნისში „ლელოს“ მერობის კანდიდატისა და მარნეულის სამ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების მიერ „ქართული ოცნების“ მხარეს გადასვლას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები