მომავალ წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2.534 მლრდ
ლარით იზრდება. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის
პირველადი ვარიანტის მიხედვით,
ბიუჯეტის ასიგნებები 30 475 852 000 ლარით განისაზღვრა, 2025 წლის
გეგმა კი 27 941 729 400 ლარს შეადგენს.
ამასთან, 2026 წლის პროექტით, 30.475 მლრდ ლარიდან 28 975 052 000
საბიუჯეტო სახსრებია, 1 421 750 000 კრედიტი,
ხოლო 79 050 000
გრანტები.
რაც შეეხება კონკრეტული უწყებებისთვის გამოყოფილ ასიგნებს, ყველაზე
მეტი თანხა ჯანდაცვის სამინისტროსთვის არის გათვალისწინებული,
რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსდევს.
კონკრეტულად რა თანხას მიიღებენ სამინისტროები, პარლამენტი და
მთავრობის ადმინისტრაცია:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - 30 000 000 ლარი;
- პარლამენტი - 91 544 000 ლარი;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- 9 620 760 000
ლარი;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2 615 309 000
ლარი;
- კულტურის სამინისტრო - 319 277 000 ლარი;
- რეგიონული განვითარების სამინისტრო - 110 400 000 ლარი;
- ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3 096 850 000 ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 855 761 000
ლარი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1 142 500 000
ლარი;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 130 000 000 ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო - 442 435 000 ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 220 000 000 ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო - 1 800 000 000 ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 473 000 000 ლარი.
ცნობისათვის, ეს არის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც
შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.