მარნეულში “ლელოს” აქტივისტზე იძალადეს - შსს-მ გამოძიება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობის მუხლით დაიწყო
პარტია “ლელო - ძლიერი საქართველოს” განცხადებით, მარნეულში, სოფელ შულავერში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათი მაჟორიტარი კანდიდატის, ჯეიხუნ კარაევის ძმას, ელთუნ კარაევს.

ჯეიხუნ კარაევის განცხადებით, მისი ძმა სოფელში “ლელოს” პოსტერებს აკრავდა რა დროსაც “ქართული ოცნების” შულავრის თემის მაჟორიტარმა და მისმა მომხრეებმა სასტიკად სცემეს.

“ჩემი ძმა მეგობართან ერთად არაფლის სოფელში საარჩევნო პლაკატებს აკრავდა. ამ დროს 10-15-მდე ახალგაზრდა მივიდა. უთქვამთ, რომ აქაურ ელექტროობის ბოძებზე პლაკატების გაკვრა არ შეიძლებაო. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა,

რომ ასეთი პრობლემა შეიქმნა. ვუთხარი, ტელეფონი ჩართე და იქ მყოფ ბიჭებს მე ავუხსნი თქო. ცოტა ხანში ისევ დამირეკა და მითხრა, რომ მცემენ, სწრაფად მოდიო. იმ დროს ძმა სცემეს, ტელეფონი ხელიდან წაართვეს და დაუმტვრიეს. ჩემი ძმის მეგობარსაც სილა გააწნეს. იცოდნენ, რომ ის ჩემი ძმა იყო და შეგნებულად მოაწყვეს პროვოკაცია. არაფლოს "ქართული ოცნების" აგიტატორმა ეს ახალგაზრდები ფსიქოლოგიურად წააქეზა, რათა პროვოკაცია მოეწყოთ. ჩემ ძმაზე ფიზიკურად იძლადეს, სილა გაარტყეს და ტელეფონი დაუმტვრიეს. უკვე პოლიციას მიმართა და გამოძიება მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, შესაბამისი ორგანოები შესაბამის ზომებს მიიღებენ”.
- განაცხადა ჯეიხუნ კარაევმა რადიო “მარნეულთან” საუბრისას

რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები