დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები
16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ-
პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა,
"რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.
"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი
რუსთაველზე!" - დაწერა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს.
მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ
აქციების პერიოდში დაკავებული პირები.