არსებული ინფორმაციით, თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი
გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები -
მშობლები და შვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების
მიზეზი მათივე საცხოვრებელი
კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის
ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება
დაიწყო.