რიკოთზე ავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა
რიკოთზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი - ერთი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები