თბილისში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს
პოლიციელის დაჭრის ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1991 წელს დაბადებული მ.გ.-მ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორი, 1993 წელს დაბადებული პოლიციის კაპიტანი ბ.ბ. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მ.გ.-მ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11 წლამდე

ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“, თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმამდე საპატრულო ეკიპაჟმა ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდა.

დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები