საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და
სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით,
საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ბანგლადეშის,
ჩინეთის, კამერუნის, აზერბაიჯანის, ანგოლას, განას, პაკისტანის და
თურქეთის - ჯამში 27 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე
პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს
საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის
მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების
განხორციელება.