შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო
სამმართველოების თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში
მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი - 1981 წელს დაბადებული ჯ.ვ.
დააკავეს.
მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული
ჯ.ვ.-ს
პირადი ჩხრეკისას, ასევე, ბათუმში ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ
გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 112 შეკვრა ნარკოტიკული
საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.