მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ამ მომენტისთვის,
ძვირფასი ლითონის ფასი 4 ათას დოლარიან ნიშნულს უახლოვდება,
რაც ოქროს ფასის მორიგ რეკორდს წარმოადგენს.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. დღეისათვის, ყველაზე მეტად გაძვირებულია
999 სინჯიანი ე.წ. ბაჯაღლო. თუ ორიოდე კვირის წინ 1 გრამის ფასი 300
ლარს შეადგენდა, დღეს მისი შეძენა 330-დან 350 ლარამდე არის
შესაძლებელი. რაც შეეხება 585 სინჯიან ოქროს,
მისი ღირებულება კვლავ
230 ლარის ფარგლებში მერყეობს.
Goldprice-ის ცნობით, თბილისის დროით 16:00 საათისთვის 1 უნცია ოქროს
ფასი 3 936 დოლარს შეადგენს, რაც ერთდღიან ჭრილში 1.25%-იანი,
ერთთვიან ჭრილში კი 6.89%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.
ძვირფასი ლითონის გაძვირებისთვის ერთ-ერთ მიზეზად გეოპოლიტიკური
დაძაბულობა სახელდება, რის გამოც ინვესტორები დასაბანდებლად ოქროს
სახით უსაფრთხო გზებს ეძებენ.