შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-
შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი
პირები: 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ.
დააკავა.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი
სახლების, დამხმარე სათავსოების და ეზოების ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე
კანაფი". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.