სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ
წელთან შედარებით 11.5 პროცენტით (204.0 ლარით) გაიზარდა და 1 970.8
ლარი შეადგინა.
2024 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში
დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი
იყო შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 923.1 ლარი (წინა წელთან შედარებით
გაიზარდა 1.7პროცენტით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 677.6 ლარი (წინა წელთან
შედარებით გაიზარდა14.4 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 823.4 ლარი
(წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6 პროცენტით).
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქალების საშუალო თვიური
ხელფასი 1 591.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 340.7 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი (11.7 %) შეადგინა,ხოლო
კაცებში - 240.8 ლარი (11.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების
საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების
საშუალო თვიურ ხელფასს.
2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო
თვიური ხელფასი 436.0 ლარით (20.6 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო
სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით. 2023
წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13.0 პროცენტით, ხოლო
არასახელმწიფო სექტორში 10.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად
1680.5 და 2 116.5 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სამეწარმეო სექტორს, 2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა
საშუალო თვიური ხელფასი 197.2 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.4 ლარი
შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი
ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 007.2 ლარი, წინა წელთან შედარებით
გაიზარდა 1.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობების (3 147.4 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.9
პროცენტით) დარგში ფიქსირდება.
2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში კი საშუალო თვიური
ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 217.2 ლარით (13.2%) და 1
866.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი
ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში
დასაქმებულებს - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.