შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთის მოქალაქეების ცემის
საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, ძალადობის მუხლით დაკავებულია 2005 წელს დაბადებული
ა.კ.
ამ საქმეზე შსს-მ 9 სექტემბერს ორი პირი, ს.ჯ. და ე.გ. დააკავა.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე,
სხვადასხვა
სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო
ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის
გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა
ნაწილით მიმდინარეობს.