შსს აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს ბაჩო ახალაია, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ახალაიას უწყებაში 13:00 საათზე ელიან.

„4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“,

-
აცხადებენ შსს-ში.

ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა გუშინ, 9 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თავისი ქმრის კრიმინალურ პოლიციაში დაბარების შესახებ. შსს-ს პრესცენტრმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მიზეზი მაშინ არ განუმარტავს.


წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები