შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1988 წელს
დაბადებული გ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით
დააკავეს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით,
მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის
- 1986
წელს დაბადებული ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ,
ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების
საფასურს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს 30 167 ლარის, დიდი
ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ
ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.
რაც შეეხება თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბ.ხ. - ს,
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა
ერთ-ერთი საწარმოს 50 000 ლარამდე ღირებულების ხორცპროდუქტს.
თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე
მუხლით მიმდინარეობს.