აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე უწყებამ 3 საქართველოს მოქალაქე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები "არალეგალური გზითცდილობდნენ საქართველოში ისლამური სახელმწიფოს (ISIS) გავლენიანი წევრების შემოყვანას და მათი ლიდერობით პლაცდარმის მოწყობას".

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, საბრძოლო მასალისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრ-ტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში, ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე - კონტრ-ტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები.

ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება - ისინი გამოირჩოდნენ განსაკუთერბული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.

საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფებების წევრები გეგმავდნენ, აისისის გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა-დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის მქონე ნივთები, ასაფეთებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, საბრძოლო მასალისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში

გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
- განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები