ამ საკითხზე მსჯელობა არ წარიმართება – კობახიძე კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებაზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ წარიმართება რაიმე სახის მსჯელობა კონსტიტუციიდან 78-ე [ევროინტეგრაციის] მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით.

კობახიძეს ჟურნალისტებმა, ქართული ოცნების პროპაგანდისტის გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან 78-ე მული ამოსაღებია.

"ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია, სხვათა შორის, ჩვენი გუნდის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რაიმე მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარიმართება - ეს არის,

რაც შემიძლია გითხრათ". -
თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა ცვლილებას სამომავლოდ, კობახიძემ უპასუხა - "ჯერ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქტუალურიც არ არის ეს საკითხი, იმიტომ, რომ სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, 113 ხმა სჭირდება კონსტიტუციის ცვლილებას. საერთოდ არ არის აქტუალური, ამიტომ არააქტუალურ თემას ხელოვნურად ნუ გავააქტიურებთ".

"ამისთვის ვადამდელი არჩევნები, ხომ არ არის დღის წესრიგში?" - ჰკითხა ჟურნალისტმა კობახიძეს.

პრემიერ მინისტრის თქმით, "არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ოპოზიციას უნდა რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ არა. 28 ოქტომბერს, 2028 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები". 


წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები