საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და
სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით,
საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ჩინეთის, პაკისტანის,
თურქმენეთის, ერაყის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იორდანიის და ჩადის -
ჯამში 26 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ
პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტი
წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე
პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს
საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის
მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების
განხორციელება.