ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში გენოციდის ჩამდენების დაუსჯელობას არ ნიშნავს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში გენოციდის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„მშვიდობა არ ნიშნავს დავიწყებას, არ ნიშნავს დაუსჯელობას“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

მისი თქმით,

ღაზაში ჩადენილი გენოციდის ჩამდენებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

„მათ, ვინც ღაზაში ჩადენილი გენოციდის მთავარი მონაწილეები იყვნენ, მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგონ, დაუსჯელობა არ შეიძლება“, - აღნიშნა სანჩესმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები