აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი
ცირკულარით ძებნილი,
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული შ.გ.
დააკავეს.
"დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი
ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ
წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით
იძებნებოდა. სამართალდამცველებმა შ.გ. ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად კანონით
გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები
მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.