ძველი თბილისის ტერიტორიაზე, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყების განცხადებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ინფორმაცია თავდაპირველად
ქართლის ამბებმა გაავრცელა. მათივე ცნობით,
ნაპოვნია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 35 წლამდე
კაცის ცხედარი, რომელიც 10 დღის წინ მტკვრის დინებამ
გაიტაცა.