ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები
მსოფლიოსთვის გზავნილია:
„ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და
ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს.
„ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ
ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს
აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს.
მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები უგულებელყოფილია
და თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის. ევროპამ თვალი არ უნდა
დახუჭოს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე,
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის
გამზირზე „გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა.