წელს საქართველოდან 851 უცხოელი გააძევეს - როგორია სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ჯამში უცხო ქვეყნის 851 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს.

უფრო კონკრეტულად, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 219 უცხოელი გააძევეს, მეორე კვარტალში - 306, ხოლო მესამე კვარტალში - 326.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით, სამივე კვარტალში ინდოეთი და ირანი ლიდერობენ.

გთავაზობთ საქართველოდან გაძევებული უცხოელების სტატისტიკას, ქვეყნების მიხედვით:

პირველ კვარტალი

  • ირანი - 42
  • ინდოეთი - 32
  • თურქეთი - 25
  • ჩინეთი - 23
  • რუსეთი - 16
მეორე

კვარტალი

  • ინდოეთი - 57
  • ირანი - 40
  • ჩინეთი - 39
  • თურქეთი - 30
  • ეგვიპტე - 19
მესამე კვარტალი:

  • ინდოეთი - 77
  • ირანი - 46
  • თურქეთი - 26
  • პაკისტანი - 24
  • რუსეთი - 22

 

წყარო: BPN

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები