საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთში კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორებად მუშაობდნენ და ევალებოდათ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ტესტირების ჩატარება.

მათ, პირადი მატერიალური სარგებლის მისაღებად, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს დადებითი ინსპექტირების ანგარიშები. სანაცვლოდ კი მოქალაქეებისგან, ოფიციალურად

დაწესებული გადასახადის გარდა, უკანონოდ იღებდნენ ფულს.

გამოძიების ცნობით, აღნიშნულ ცენტრში სისტემატურად ხდებოდა გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დადებითი დასკვნების გაცემა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები