კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას
3 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.