სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აშშ-სთან
მიმდინარეობს მუშაობა სატრანზიტო დერეფნის პროექტზე,
რომლის სახელწოდებაცაა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და
კეთილდღეობისთვის.“ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ამჟამად „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის კონტენტი
მუშავდება.
„ამჟამად პროექტის შინაარსის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ.
მაგიდაზე სხვადასხვა კომპონენტია, რომლებიც ერთი დოკუმენტის სახით
უნდა გაფორმდეს. ეს ნებისმიერი დიდი პროექტისთვის ნორმალური სამუშაო
პროცესია,“ - აცხადებს ფაშინიანი.
მან კიდევ ერთხელ
გაიმეორა, რომ ინიციატივა ვაშინგტონის მშვიდობის
დეკლარაციაში ასახულ პრინციპებს ეფუძნება, როგორიც არის ტერიტორიული
მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ორმხრივობა და საზღვრების
ურღვევობა.
„არცერთი გადაწყვეტილება არ შეიძლება, გასცდეს ამ დეკლარაციაში ასახულ
ჩარჩოებს. ორივე მხარე რაც შეიძლება, სწრაფად მოქმედების აუცილებლობას
ემხრობას,“ - ამბობს პრემიერი.
ის დასძენს, რომ პროცესის დინამიკა, გარკვეულწილად, საერთაშორისო
მოვლენებით არის განსაზღვრული.
„8 აგვისტოს ვაშინგტონში ჩვენ შეერთებულ შტატებთან
შეთანხმებას მივაღწიეთ. შემდეგ შეიქნა დაძაბული სიტუაცია უკრაინისა და
ახლო აღმოსავლეთის გარშემო, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი და მისი
ადმინისტრაცია პირდაპირ არიან ჩართული. სწორედ ეს ადამიანები, იგივე
გუნდი მუშაობს ამ პროექტზეც. ეს რეალობა პროცესის ტემპზე უდავოდ
გავლენას ახდენს,“ - აცხადებს ფაშინიანი.
ცნობისთვის: 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და
აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის
თანახმად, სომხეთი შეერთებულ შტატებს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან
უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის
განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო
კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით
გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზე
იქნება პასუხისმგებელი.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა
ბიუროს ცნობით, ზანგეზურის, ანუ “ტრამპის დერეფნის” დაფინანსების
პირველი ტრანშის სახით აშშ სომხეთისთვის 145 მლნ დოლარის დახმარებას
გეგმავს.
Mənbə: BPN
Bizi Teleqramda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda!
Linkə daxil olub abunə
olun!
Bizi WhatsAppda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda!
Linkə daxil olub
abunə olun!
Digər maraqlı xəbərlər
"Marneuli"
radiosunun Facebook səhifəsində.
Bizi
"Telegram"da
izləyin.
Bizi
"TikTok"da
izləyin.
Bizi
"İnstagram"da izləyin.
Bizi
"X"da izləyin.
Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!
+995557994415
Gürcüstanın hər yerindən olan 22 onlayn media
birləşdik ki, gec olmadan mübarizə
aparaq.
Bu mübarizədə sənin dəstəyin həlledicidir.
https://sinatle.media/
Müstəqil onlayn medianı
dəstəkləmək üçün ianə et:
#
GE76TB7548536080100013
#
GE70BG0000000609775306
Repressiv rejim müstəqil onlayn
medianı yox etməklə hədələyir. Bu real təhlükəni göstərmək üçün 22
media qurumunun vebsaytı müvəqqəti olaraq dayandırıldı. Bu simvolik
addım “İşıq sönməməlidir” kampaniyasından əvvəl həyata keçirildi.
Kampaniyanın məqsədi müstəqil medianı qorumaq üçün dəstəkçiləri
birləşdirməkdir.