14 კგ ნარკოტიკის საქმეზე დაკავებული ბელა მეი ქალი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
საქართველოში 14 კგ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის საქმეზე დაკავებული ბრიტანეთის 19 წლის მოქალაქე ბელა მეი ქალი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბრიტანეთის მოქალაქე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. მას სასჯელად დაეკისრა 500 000 ლარის ოდენბობის ჯარიმა.

გიორგი გელაშვილმა ბელა მეი ქალს 5 თვითა და 24 დღით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყო, შესაბამისად თარიღი მოხდილად ჩაეთვალა.

ბელა მეი ქალი 35 კვირის ორსულია.

მანამ სანამ 19 წლის ბელა ქალი საქართველოში ჩამოვიდოდა, ის ტაილანდში გაუჩინარდა. მისი

დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბრიტანელი გოგოს ბარგიდან "განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში ნივთმტკიცებად ამოიღეს".

აქამდე ბელა ქალი ბრალს არ აღიარებდა და ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა წამებით აიძულეს.

დღევანდელ პროცესზე შეკითხვებზე აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ან ცნობილია თუ არა მისთვის საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი დეტალები, ბელა მეი ქალმა დადებითი პასუხი გასცა.

ბელა მეი ქალი თბილისის აეროპორტში 13 მაისს დაკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბელა მეი ქალისთვის წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

წყარო: ტაბულ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები