ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის
თვეში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოავლინეს.
სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 55 ფაქტი ხე-ტყის
უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ
მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 150 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც
სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16
სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, 4 - სამცხე
-ჯავახეთის, 9 - გურიის, 11 - ქვემო
ქართლის, 5 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის
- 3, ხოლო 1 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების
მიერ.
ამავე პერიოდში, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და ქვემო ქართლის
რეგიონებში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 2
ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეში, ეროვნული სატყეო
სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 510 ფაქტია გამოვლენილი;
„საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1350 კუბური
მეტრი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის
ფონდის თვითნებურად დაკავების 56 ფაქტი.