შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1971
წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დააკავეს.
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ
შორის: „მეთადონი",
„გამომშრალი მარიხუანა" და
„ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის
მოწყობილი სპეციალური სათბური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს.