ეკონომიკა
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელ. ენერგიის მოცულობა 61.4%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა დამიმდინარე წლის 9 მაისის მდგომარეობით, 63 715 000 კვტ/სთ. შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დღეის მდგომარეობით 61.4%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს.

“ამჟამად თურქეთის მიმართულებით 324 მეგავატის მიწოდება ხდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 166 მეგავატი შეადგინა, 2016 წელს კი 99 მეგავატი. სულ, მიმდინარე წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 125 021 000 კვტ/სთ, რაც 208,5 %-ით აღემატება 2017 წლის რაოდენობას”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, აღნიშნული მატება განპირობებულია თურქეთის რესპუბლიკაში გაცემული ენერგიის რაოდენობის ზრდით, რამაც მიმდინარე წელს 50 261 000 კვტ/სთ. შეადგინა.

ამასთან, მაისში დაგეგმილია 238 195 000 კვტ/სთ. ელექტროენერგიის გაცემა, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის რაოდენობას.

ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპორტის მოცულობის მატება საქართველოს თურქულ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგია, ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში შეხვედრები თებერვალსა და აპრილში გაიმართა.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია