რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სახელმწიფო მიწების გაყიდვიდან
12:20 / 21.12.2018
ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის შესრულების ანგარიშგება
გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 10 678 637.7 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 11 თვეში,
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 9 499 191.8 ათასი ლარი ანუ წლიური
საპროგნოზო მოცულობის (10 314 248.0 ათასი ლარი) 92.1% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა
შემოსულობებმა 17 378.7 ათასი ლარი ანუ წლიური საპროგნოზო მოცულობის
(4 500.0 ათასი ლარი) 386.2% შეადგინა. მათ შორის, მიწის გაყიდვიდან
ფაქტიურად მიღებული იქნა 6 610.3 ათასი ლარი. რაც წლიური საპროგნოზო
მოცულობის (3 000.0 ათასი ლარი) 220.3%-ია.
„იანვარ-ნოემბერში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული
შემოსულობების მოცულობამ 90 066.4 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო
მოცულობის (60 000.0 ათასი ლარი) 150.1% შეადგინა. მათ შორის:
შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (72 677.6 ათასი ლარი)
წლიური საპროგნოზო მოცულობის (55 500.0 ათასი ლარი) 131%; ხოლო
მატერიალური მარაგების გაყიდვიდან 10.2 ათასი ლარი
შეადგინა,“-აღნიშნულია ანგარიშგებაში.