სემეკ-ის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, თბილისში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება
13:16 / 26.12.2018
საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
მიერ საჯარო სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, თბილისში
ბუნებრივი აირის ფასი მცირდება.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ცვლილება
0.014 თეთრს შეადგენს.
ცნობისთვის, ამჟამად თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46,153
თეთრია. აქედან გამომდინარე, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1-ლი
იანვრიდან სავარაუდოდ 46. 139 თეთრი იქნება.
ამ წუთებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის
სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფებზე მსჯელობენ.