1-ელი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა
2019
წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება - ყველა
პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს
მიიღებს.
პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. კერძოდ, როგორც
„ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მკვეთრად
გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180
ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100
ლარის ნაცვლად 120 ლარს. ამასთან, შშმ ბავშვები პენსიის სახით 180
ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.