2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა
14:13 / 16.01.2019
საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების
ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში
მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 261,098 მგზავრს
მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის დეკემბერში
127%-ით გაიზარდა და 57,088 მგზავრი შეადგინა.
2018 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტით 18,492 მგზავრმა ისარგებლა. რაც 66%-ით მეტია
შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.