მარნეულის ბიუჯეტი დაახლოებით 1 600 000 ლარით გაიზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა . 11 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი ამბობს, ცვლილებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სახსრების გაორმაგებითაა გამოწვეული.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაორმაგდა, 612 000 ლარი იყო გამოყოფილი და დაემატა კიდევ 612 000 ლარი და საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით გამოყოფილ 910 ათასიც გაორმაგდა და დაემატა 910 000.“ - ვუგარ მამედოვი ასევე

აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ადგილობრივი სახსრების დამატებით, ბიუჯეტს დაახლეობით 1 600 000 ლარამდე დაემატა.

ცვლილებების შედეგად, მარენულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 38 733 600 ლარით განისაზღვრა.

მამედოვის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებები მარტის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია და საქართველოს მთავრობა მარნეულის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის მინიმუმ მილიონ ლარს გამოყოფს.




რა
დიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები