ალგეთში, ახკულასა და ულიანოვკაში „სოფლის მხარდაჭერის პრროგრამით“ დაფინანსებულ პროექტებში ცვლილება შევიდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 3 სოფელში განსახორციელებელი პროექტების სია შეიცვალა. 2 შემთხვევაში პროგრამით გათვალისწინებული თანხები ორ პროექტად გაიყო, ხოლო ერთ შემთხვევაში პროექტი შეიცვალა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა ლარისა გელაშვილმა თქვა, სოფელ ულიანოვკასა და ალგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაშით“ განსაზღვრულ პროექტებში ცლილების შეტანის მიზეზი თავდაპირველი პროექტების მცირე ღირებულება გახდა.

„იმ თანხით, რომელიც წარმოდგენილი იყო ერთ პროექტზე შესაძლებელი იყო, რომ განხორციელებულიყო ორი პროექტი, შესაბამისად, ის რაც პირვველ პრიორიტეტად იყო ჩვეულებრრივ დარჩა და დაემატა მეორე პროექტიც“ - გვითხრა ლარისა გელაშვილმა

სოფელ ულიანოვკაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 10 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობამ სოფელში ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება მოითხოვა, რომლის ღირებულებაც 4 000 ლარია, ხოლო დარჩენილი 6 000 ლარი სოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციას მოხმარდება.

სოფლე ალგეთში პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარი იყო გამოყოფილი. სოფლის კრებაზე ალგეთელებმა მხარი შიდა გზების მოხრეშვას დაუჭირეს. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა თქვა, აღნიშნულ პროექტს გარე განათების რამდენიმე ბოძის მოწყობაც დაემატა.

„შიდა გზების მოხრეშვა ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ხორციელდება, ამიტომ ის თანხა, რომელიც შესაძლოა გზების მოხრეშვას დააკლდეს მოძიებული იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო გარე განათება პრიორიტეტულად ჩაითვალა და დაემატა მეორე პროექტად.“ - ამბობს ლარისა გელაშვილი

მესამე ცვლილება სოფელ ახკულას შეეხება. აღნიშნულ სოფელში მოსახლეობამ სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მოითხოვა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ პროექტისათვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსაზღვრული თანხა საკმარისი არ არის, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია სასმელი წყლის რეაბილიტაციით შეიცვალა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ ცვლილებების შეტანას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 26 მარტს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დაუჭირა მხარი.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები