სიახლე
მარნეულის მერიაში დასაქმებული 215 ადამიანის საერთო წლიური შემოსავალი 3 765 100 ლარია
მარნეულის მერიაში ამ დროისათვის 215 ადამიანი მუშაობს . აქედან 197 საშტატო, ხოლო 18 შტატგარეშე თანამშომელია.

მარნეულის მუნიციპაიტეტში ყველაზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციულ სამსახურშია დასაქმებული. აღნიშნულ სამსახურში სულ 111 ადამიანი მუშაობს, რისი მიზეზიც მუნიციპალიტეტის 18 სტრუქტურულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და მათი 62 ასისტენტის არსებობაა.

მერიაში შტატით გათვალისწინებულ პოზიციაზე ყველაზე დაბალი ანაზღაურება მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს აქვთ. ისინი ყოველთვიურად 750 ლარს იღებენ. ხოლო ყველაზე მაღალი შემოსავალი, რა თქმა უნდა, მერს აქვს, ის ყოველთვიურად 4 100 ლარს იღებს. მერის შემდგომ მოდიან მისი მოადგილეები. პირველ მოადგილეს 3 700, ხოლო მეორე მოადგილეს 3 400 ლარი აქვს ხელფასი.

მერიაში არსებლი 8 სამსახურის უფროსებს ხელფასის სახით 2 300 ლარი აქვს განსაზღვრული, ხოლო მათ დაქვემდებარებაში არსებულ ცხრამეტი განყოფილების უფროს 1 800 ლარი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, მერიაში მომუშავე ადამიანების ხელფასებში 3 765 100 ლარი დაიხარჯება.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google