სიახლე
კონკურენციის სააგენტომ პურის ფასის გაზრდის მიზეზები მეოთხე თვეა ვერ დაადგინა
კონკურენციის სააგენტომ მეოთხე თვეა ვერ დაადგინა, რის გამო გაძვირდა საქართველოში პური გასული წლის დეკემბერში. საკითხის შესწავლა სააგენტოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 10 დეკემბერს დაავალა.

"საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ხორბლისა და პუპროდუქტების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, მიღებული შედეგები იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი", — უთხრეს On.ge-ს სააგენტოში.

On.ge მარტშიც დაინტერესდა, რა ეტაპზე იყო პურის გაზრდის მიზეზების დადგენის საკითხი. სააგენტოს პასუხი არ შეცვლილა.

10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს არასამართლიან კონკურენციასთან.

"მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ", — აღნიშნა მაშინ მამუკა ბახტაძემ.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია