სიახლე
ეროვნული ბანკი - საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების წილი დაბალია
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2.71 პროცენტს შეადგენს, რაც გაანალიზებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამის შესახებ ბანკის წლიურ ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტში მოყვანილია ცხრილი, სადაც ჩანს, რომ ვადაგადაცილებული სესხების უფრო დაბალი წილი მხოლოდ ესტონეთსა და ჩეხეთშია, სხვა ქვეყნებში კი, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალია. მაგალითად, სომხეთში ვადაგადაცილებული სესხების წილი 6.3 პროცენტს შეადგენს, რუსეთში – 10.7 პროცენტს, უკრაინაში – 54.3 პროცენტს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებითაც, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პრობლემური და უიმედო სესხების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოშია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია