ქართული მედიცინა ყველაზე მაღალი ნდობით ეთნიკურ უმცირესობებს შორის სარგებლობს - კიდევ რას აჩვენებს NDI-ს კვლევები
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 28% თვლის, რომ მშობლების თაობებთან შედარებით იგივენაირად ცხოვრობს , უარესად კი 38%, როდესაც ეროვნული მაჩვენებლით კვლევის თანახმად მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს იგივენაირად ხოლო უარესად 52%.



შინამეურნეობის ხარჯებში უცმირესობების დასახლებებში ყველაზე ნაკლებ თანხას 18% ხარჯავენ იპოთეკაში, განვადებასა და სესხში. ყველაზე მეტს კი 74% საკვებში, რაც ეროვნულ მაჩვენებელს მხოლოდ 2%-ით ჩამორჩება.





დანაზოგი - რომელ ვალუტაში?
კვლევის თანახმად, უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 66% დანაზოგს სახლემწიფო ვალუტაში, ლარში, ამჯობინებს რაც ეროვნული გამოკითხვის მაჩვენებელ 22%-ს აღემატება.






საბანკო პირობები

კვლევის თანახმად, უმცირესობების დასახლებაში ყველაზე მეტად 39%-ს სჯერათ, რომ კომერციული ბანკები სესხს მათ კარგი პირობებით შესთავაზებენ. როდესაც კვლვევის ეროვნული მაჩვენებლით 72%-ს ამის არ სჯერა.



უმცირესობების დასახლებაში 78% ყველაზე მეტად არ გრძობს თავს დასაქმებულად, როდესაც ეროვნული მაჩვენებლით 61% თვლის თავს დაუსაქმებლად.



ჯანდაცვის ხარისხით გამოკითხულთა 58% ნაწილობრივ კმაყოფილია
უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 66% თვლის რომ ჯანდაცვის სიტემაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს წამლებზე ფასის ზრდაა. უცმირესობების დასახლებაში ყველაზე ნაკლებ პრობლემად 9% თვლიან, რომ ჯანდაცვის სისტემაში კადრების პრობლემაა



კითხვაზე, გიგრძვნიათ თუ არა რომ ექიმმა არასაჭირო წამალი გამოგიწერათ რათა მიეღო ფინანსური სარგებელი. უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 82%-ს თქმით, მათ ასეთ მდგომარეობაში თავი ნაკლებად უგრძვნიათ. უმცირესობების 11%-მა კი კითხვას დადებითი პასუხი გასცა.




კვლევის კითხვაზე, სად ურჩევნიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ოპერაციის ჩატარება, უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულების 82% თვლის, რომ საქართველოში ურჩევნია რაც სხვა დასახლებებისა და საერთო ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება. გამოკითხვის ეროვნული მაჩვენებლიდან მხოლოდ 41% თვლის, რომ საქართველოში გაიკეთებდა ოპერაციას.



გენდერული კვოტის მხარდაჭერის კითხვაზე, უჭერენ თუ არა კვოტირების სისტემის შემოღებას პარლამენტში. უცმირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 36%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, რაც გამოკითხულთა საერთო მაჩვენებელში ყველაზე მაღალია. 


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები